LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: თუ ბავშვი მიდრეკილია ჭარბი წონისკენ, დიეტა გამოსავალი არ არის

369

ექიმი კომაროვსკი საკუთარ ფორუმზე მშობლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. ამჯერად თემა ბავშვებში ჭარბწონიანობის პრობლემას ეხება. მშობელი ინტერესდება, შეიძლება თუ არა დიეტა პირველკლასელი ბიჭისთვის, რომელიც ძალიან ბევრს ჭამს და ჭარბი წონა აწუხებს.

კომაროვსკის პასუხი

ჯერ უნდა ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: ბავშვი ბევრს ჭამს იმიტომ, რომ მას სჭირდება ენერგიისთვის ამ ოდენობის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, თუ იმიტომ, რომ მას მოსწონს საკვების გემო. ანუ მისთვის ეს არა ბუნებრივი მოთხოვნილება, არამედ სიამოვნების წყაროა. ასევე უნდა გავმიჯნოთ ბევრი საკვები ესაა ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემა თუ დედის ფსიქიკის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიდრეკილია ჭარბი წონისკენ, დიეტა გამოსავალი არ არის. მთავარი ამოცანა არ დიეტა, არამედ ენერგიის ხარჯვაა. მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ბავშვის გადახურებას და გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, მივაჩვიოთ ის სპორტს, დავიხმაროთ საოჯახო საქმეებში.

რაც შეეხება დიეტას, შესაძლებელია რაციონიდან ტკბილეულის ამოღება, ასევე კალორიული საკვების შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ საკვების მიღების პროცესს. რამდენად ნელა ღეჭავს ის საკვებს და თანმიმდევრულად გადადის ერთი კოვზიდან მეორეზე. არასოდეს შეაქოთ ის ცარიელი თეფშის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები