LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: „უნდა გვეშინოდეს არა ექიმების, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობის“

181

უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებაზე საავადმყოფოებისა და ექიმების მიმართ:

„საავადმყოფო, რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს, ის მაინც უარყოფით ემოციებს იწვევს ადამიანებში. საშინელი ასოციაციები უჩნდებათ მშობლებს, როცა იგებენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. მოდით შევეცადოთ, ერთად ვებრძოლოდთ ამ დაუძლეველ შიშებს.

პირველ რიგში შიშს იწვევს ის ფაქტორი, რომ ინფექციურ საავადმყოფოში შესაძლოა სხვა სახის ვირუსების “აკიდება”. რეალურად კი, მფრინავი ინფექციების გადადების რისკი დიდი არაა. პირველ რიგში, ესაა  წითელა, წითურა და ჩუტყვავილა. ამ ინფექციებს სტაციონარში უკვე იშვიათად მკურნალობენ. ისინი მარტივად სამართავია და სახლის პირობებშიც ექვემდებარება მკურნალობას.

თუ პაციენტის მდგომარეობის გამო, მისი გადაყვანა მაინც აუცილებელი გახდა, მას სპეციალურ პალატაში მოათავსებენ, რომელიც იზოლირებულია როგორც სხვა პალატებისგან, ასევე კორიდორისგან. ამდენად ინფიცირებულს სხვა პაციენტთან შეხება არ აქვს.

გახსოვდეთ, რომ ინფექციური დაავადებების გავრცელების ორი გზა არსებობს, ჰაერწვეთოვანი და ფეკალურ-ორალური. ჰაერწვეთოვანი გზით გადადის ისეთი ინფექციები, როგორიცაა დიფტერია, ყივანახველა,  ანგინა, მენინგიტის რამდენიმე ფორმა. ეს დაავადებები გადადის ინფიცირებულთან ინტენსიური კონტაქტით, მათ შორის 1 ან 2 მეტრის  დაშორებითაც. რაც შეეხება ნაწლავურ ინფექციებს, მათი გადადება ხდება ძალიან მარტივად. თუნდაც კოცნით, საერთო საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებთ და ა.შ.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად ღირს ნერვიულობა, როცა საქმე ინფექციურ საავადმყოფოს ეხება. მოდით გავაკეთოთ ყველაფერი, რათა იქ არასოდეს მოვხვდეთ, ავცრათ ბავშვები დროულად, არ ვჭამოთ ყველგან, სადაც მოგვიხერხდება, დავიცვათ პროდუქტების შენახვის წესები, ხშირად დავიბანოთ ხელები, დროულად მივაკითხოთ ექიმს. მარტივად რომ ვთქვათ, მოდით გვეშინოდეს სწორად, არა ექიმების, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უცოდინრობის. ჩემი რჩევაა, გეშინოდეთ სწორად!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები