LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: წლამდე ბავშვისთვის მუცელზე ძილი კატეგორიულად არ შეიძლება

255

როგორ უნდა ეძინოს ბაშვს წლამდე ასაკში – ამ თემას ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სპეციალურ ბლოგს უძღვნის. ერთის მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ მუცელზე ჩვილების დაძინება მათ სხვადასხვა დისკომფორტისგან ათავისუფლებთ. მაგალითად ისეთისგან, როგორიცაა შებერილობა, რაც ამ ასაკში ხშირი პრობლემაა. გარდა ამისა მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ  მუცელზე წოლისას ბავშვები ადვილად სწავლობენ თავის დაჭერას. მათივე მტკიცებით, ამ დროს კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ბალიში, რადგან მშობლებმა თავი დაიცვან უბედური შემთხვევებისგან. ექიმ კომაროვსკის მაგალითად უცხოეული ექსპერტების საგანგაშო კვლევა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც წლამდე ბავშვების მოულოდნელი სიკვილის მიზეზი სწორედ გაგუდვაა, რაც მუცელზე ძილის შემთხვევებით არის გამოწვეუილი. უკრაინელი სპეციალისტი კატეგორიულად გვირჩევს, წლამდე ბავშვები აუცილებლად დავაძინოთ მხოლოდ ზურგზე ან გვერდულ მდგომარეობაში.

ექიმი კომაროვსკი ამბობს, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა ჩვილები მაქსიმალურად დაიცვან უბედური შემთხვევებისგან. ექიმი იმედოვნებს, რომ მისი გაფრთხილება საგრძნობლად შეამცირებს არსებულ რისკ ფაქტორებს: „მართალია, მუცელზე პატარს უფრო კარგად სძინავს, მაგრამ თუ მას აქვს ბალიში, ოთახში არის 23 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, მშრალი ჰაერი, რბილი ლეიბი, თუ ოჯახის წევრები ეწევიან, ასეთ დროს კატეგორიულად ვიმეორებ, ბავშვს უდნა ეძინოს მხოლოდ ზურზე“-ამბობს ექიმი კომაროვსკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები