LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი: პატრიარქის მდგომარეობა გაუმჯობესდა

67

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება. ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ფიზიო პროცედურების შედეგად მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. სავარაუდოდ, პატრიარქი ხვალ სამებაში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

„უწმინდესს ადგილობრივად ფიზიო პროცედურები უტარდება და ოდნავ უკეთესობა შეინიშნება. ხვალ სამების ტაძარში საკვირაო მსახურებაზე ალბათ წაბრძანდება. ტუჩის კუნთის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა“, – განაცხადა შარტავამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება სრულ განკურნებას.

სახის სამწვერა ნერვის ანთება უწმინდესს გასულ კვირას დაუდგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები