LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი: სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია

103

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ანალიზების შედეგად უარყოფითი დინამიკა ვლინდება. მისივე თქმით, ექიმები წნევისა და სხვა სასიცოცხლო მონაცემების დაბალანსებას მედიკამენტების მეშვეობით ცდილობენ.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ამ ფაქტს პანკისის ხეობაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ძალას გადაამეტა. მათ ხელისუფლების სახელზე სპეციალური მიმართვაც გააგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები