LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმმა აივ-ინფექციით 100ზე მეტი ადამიანი დააავადა,მათ შორის ბავშვები

81

კამბოჯაში სოფლის ექიმის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება – „ბიბისის“ ინფორმაციით, ექიმს სოფლის 100-ზე მეტი მოსახლის აივ-ინფექციით დაავადება ედება.

გამოძიების ინფორმაციით, იემ ჩრინი პაციენტებს არასტერილური ნემსებით უკეთებდა ინექციებს, რამაც ინფექციის გავრცელება გამოიწვია. მას, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ექიმი გასული წლის დეკემბერში დააკავეს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელში. მას განსაკუთრებული დაცვა ჰყავს მიჩენილი, რადგან სოფლის მოსახლეობა ლინჩის წესით გასამართლებით იმუქრება.

მედიკოსების მონაცემებით, იემ ჩრინთან მკურნალობას სოფლის მინიმუმ 106 მოსახლე გადიოდა მკურნალობას, მათი ასაკი 3-დან 82 წლამდეა. 10 პაციენტი უკვე გარდაცვლილია.

ბრალდებული აღიარებს, რომ არ ჰქონდა საექიმო მოღვაწეობის ლიცენზია, თუმცა უარყოფს, რომ ვირუსი განგებ გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები