LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური დიზაინის ხისა და რკინის ნივთები – JK STUDIO ხარისხს ირჩევს

813

ქართულ ბაზარზე ავეჯისა და სანათების მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა. JK STUDIO მომხმარებელს  ნატურალური ხის მასალისგან და რკინისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.  ამ დროისთვის JK STUDIO მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, ესენია: მაგიდისა და კედლის სანათები, ჭაღები, ავეჯის წარმოება, საბავშვო ავეჯის ხაზი, სახლის დეკორაციები და ინდივიდუალური შეკვეთებით დამზადებული ექსკლუზიური ნივთები.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რევაზ მახარაძემ განუცხადა, JK STUDIO -ს თითოეული ნივთის დიზაინი შემუშავებულია ექსკლუზიურად კომპანიის მიერ და წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. 

”მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანია საქმიანობს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ გამორჩეულები ჩვენი ხარისხით ვყოფილიყავით. აქცენტს ვაკეთებთ ნატურალურ და ხარისხიან მასალებზე, ამას ემატება ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური შრომა და შესაბამისად, ჩვენ მიერ შექმნილი ნივთები არის ძალიან ხარისხიანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე დიზაინი”, – განმარტა რევაზ მახარაძემ.

მისივე ინფორმაციით, JK STUDIO-ს პროდუქციის ღირებულება, მაღალი ხარისხის მიუხედავად, საკმაოდ მისაღებია. ”ჩვენი გათვლა სწორედ ის იყო, რომ JK STUDIO-ს პროდუქტი მომხმარებლის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო”- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც რევაზ მახარაძე ამბობს, ამ ეტაპზე კომპანია პროდუქციის რეალიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ახორციელებს. სამომავლოდ კი იგეგმება საკუთარი შოურუმის გახსნა.

„ჩვენი ნაწარმის ადგილზე დათვალიერებას ბევრი კლიენტი ითხოვს. დღეისთვის, სამწუხაროდ, ჩვენი სამუშაო სივრცე არ იძლევა ამის შესაძლებლობას, ამიტომაც, ვაპირებთ მზა პროდუქციის გატანას შესაბამის ფართში. ვგეგმავთ, ეს ყველაფერი 2017 წლის ბოლომდე მოვასწროთ,“-ამბობს რევაზ მახარაძე.

მისივე თქმით, კომპანიის გეგმებში საწყის ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის ათვისება შედის, სამომავლოდ კი საზღვრებ გარეთ გასვლაც განიხილება.

ცნობისთვის, JK STUDIO 2016 წელს დაფუძნდა. კომპანია თავდაპირველად საქმიანობდა ინდივიდუალურ შეკვეთებზე, თუმცა 2017 წლიდან აქტიურად დაიწყო ავეჯისა და სანათების წარმოება. JK STUDIO-ს საწარმო თბილისში, წერეთლის გამზირზე, 140ა ნომერში მდებარეობს და აქ 5 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები