LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური კადრები „არ დაიდარდოს“ – თემურ თათარაშვილის კლიპის გადაღებები დასრულდა

131

თემურ თათარაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალურ შემოქმედებას აქტიუად უბრუნდება. სასცენო მოღვაწეობის 35 წლისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდეგ ის სულ მალე ახალ კლიპს შემოგვთავაზებს,  სიმღერაზე „გული ადამიანობს“ . ვიდეორგოლის  გადაღებები უკვე დასრულდა.  სიმღერის ავტორი  ცირა ბზიშვილია, რეჟისორი კი  ზურა ციციშვილი.  როგორც თავად მომღერალმა „არ დაიდარდოსთან“ საუბარში აღნიშნა, კლიპი ბიოგრაფიული გამოვიდა. ვიდეორგოლში ნაჩვენებია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები და აღწერილია მისი ცხოვრება ციხიდან გამოსვლის დღიდან  დღევანდელ დღემდე. კლიპი სწორედ ციხის კადრებით იწყება, ხოლო  მთავრდება მისი  ვარსკვლავის გახსნით.

კლიპის გადაღების იდეა სწორედ სიმღერის ავტორს და რეჟისორს ეკუთვნით,  თემურ თათარაშვილი კი ამბობს,  „ცოტა შეშინებულები იყვნენ დავთანხმდებოდი თუ არა, მაგრამ იმდენად  კარგი იდეაა, რომ დავთანხმდი კი არა არაჩვეულებრივი კლიპი გამოვიდა, ჯერ-ჯერობით ყველა  შოკირებულია“.

ვიდეორგოლში მთავარ როლს თავად მომღერალი ასრულებს, თუმცა, მსმენელი ასევე იხილავს  კადრებს კონცერტიდან, სადაც მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე,ლიკა დოლიძე, თეატრალური კვარტეტი, ფორტე, აჩიკო მეფარიძე და კიდევ სხვა მრავალი ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ მომღერალს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 16 მარტს ვარსკვლავი გაუხსნეს. კლიპის  პრემიერა კი გადაცემაში  „პრაიმ შოუ“ შედგება.

(ფოტოები/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები