LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ანანო მჟავიას ახალშობილი ვაჟის ფოტოები – რა გეგმები აქვს მომღერალს?

970

მომღერალი ანანო მჟავია სულ ცოტა ხნის წინ, მეორე ვაჟის დედა გახდა. პატარა ანდრია ამერიკაში დაიბადა. ანანომ “მიუზიკ ბოქსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც სამომავლო გეგმებზე და ოჯახზე ისაუბრა.

– ანანო, დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ არც სცენაზე და არც გადაცემებში, რატომ აიღეთ ეს ტაიმ აუტი?

– ბოლო 6 თვე არ ვყოფილვარ საქართველოში, ამერიკაში გავემგზავრე ოჯახთან ერთად, სადაც მეორე შვილი გავაჩინე, თუმცა გეთანხმებით, ხშირად არ ვჩანვარ და მუსიკალურ სფეროშიც არ ვაქტიურობ სათანადოდ, ალბათ იმიტომ, რომ სხვა საქმითაც ვარ დაკავებული და ყველაფრის ერთდროულად საკეთებლად დრო არ მრჩება. ჩემი ძირითადი დრო საოჯახო ბიზნესს ეთმობა და ასევე დაკავებული ვარ იმ სასწავლო წიგნებით რომელიც დედაჩემის, დარეჯან გუსარაშვილის, ავტორობით გამოდის, უკვე მესამე წელია. ვრცლად (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები