LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – ცნობილი ამერიკელი რეპერი Warren G თბილისში ჩამოდის?!.

42

ამ ბოლო წლებში საქართველოში ბევრი ცნობილი არტისტი ჩამოვიდა და საკმაოდ კარგი კონცერტებით ვართ განებივრებულები. მათ სიას, როგორც „ფორტუნამ“ ექსკლუზიურად შეიტყო, ცნობილი ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი, Warren G-ც შეუერთდება, რომელიც საქართველოში ახალ წლამდე პერიოდში ჩამოვა.

ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. „ფორტუნა“ დაუკავშირდა ღონისძიების ორგანიზატორ კომპანიას, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.

გავრცელებული ხმის თანახმად, 90-იანი წლების ნამდვილი ვარსკვლავი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოშიც, თბილისში ისეთ სივრცეში გამართავს კონცერტს, რომელიც ათასობით ადამიანს დაიტევს.

Warren G თბილისში ახალი ალბომის წარსადგენად ჩამოვა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეასრულებს თავის ცნობილ ჰიტებსაც, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია.

Warren G-მ პოპულარობა მოიპოვა Nate Dogg-თან ერთად შესრულებული ჰიტით „Regulate“, რომლისთვისაც 1995 წელს პლანეტის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო „გრემი“ მოიპოვა საუკეთესო ჰიპ-ჰოპ კომპოზიციის ნომინაციაში. თუმცა შოუბიზნესში 1992 წლიდან გამოჩნდა და უამრავი სიმღერით დაამახსოვრა თავი მსმენელს. მათ შორის საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა კომპოზიციით „Prince Igor“.

ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა 2015 წლის ივლისში გამოსცა ახალი სინგლი სახელად „My House“, სადაც ვოკალური პარტიები ისევ Nate Dogg-ს ეკუთვნის, რომლებიც, როგორც ჩანს, შემსრულებლის გარდაცვალებამდეა ჩაწერილი.

ამ სინგლს, როგორც დაანონსებულია, ალბომიც უნდა მოჰყვეს. რეპერი ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოსაც ესტუმრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები