LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – „კახაბერი და ხანუმები“ „კომედი woman“-ში გამოჩნდებიან

84

„კახაბერი და ხანუმები“ კახა ცისკარიძის პროექტია. ანსამბლს ერთი ალბომი აქვს ჩაწერილი და ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად დადიან საზღვარგარეთ, სადაც კორპორატიულ საღამოებსა თუ კლუბურ ივენთებზე აქვთ გამოსვლები. რამდენიმე დღეში კახაბერი ხანუმებთან ერთად ბერლინში გაემგზავრება, მანამდე კი მასთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.

როგორც კახამ აღნიშნა, ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ და რამდენიმე სიმღერა მზადაა, მათ შორის „ჯუჯალარი“ ახლებური ინტეპრეტაციით, ერთ-ერთ აზერბაიჯანულ რადიოშიც ტრიალებს.

კახამ კიდევ ერთი ამბავიც გაგვიმხილა ექსკლუზიურად. როგორც მან გვითხრა, „კახაბერი და ხანუმები“ რუსული არხის „ტე-ენ-ტეს“ პოპულარულ იუმორისტულ შოუში „კომედი woman“ გამოჩნდებიან. ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც იქ ზოგადად, რომელიმე არტისტი წარდგება. ვინაიდან კახაბერს რუსეთში 12 წელია კონცერტი არ ჰქონია, ეს მისი პირველი გამოჩენაა და პროექტის წარდგენაა რუსი მაყურებლისთვის.

როგორც კახამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გადაცემის ანონსები მალე გავა ეთერში და მაყურებელს ექნება გადაცემის ნახვის შესაძლებლობა.
ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები