LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – მაია ჯაბუას ვარსკვლავი 6 ნოემბერს გაიხსნება – „ისე ვღელავ, როგორც პირველად…“

99

„კულტურის პალატა“ 6 ნოემბერს მაია ჯაბუას ვარსკვლავის გასახსნელად ემზადება. ღონისძიება ფილარმონიაში უნდა ჩატარდეს. მსმენელს საშუალება ექნება, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, მომღერლის შემოქმედებით საღამოს დაესწროს.

სოლოკონცერტისთვის მაია ჯაბუა გამორჩეულად ემზადება.

მაია ჯაბუა:

საღამოს „კულტურის პალატა“ ამზადებს. პროექტში ჩართულები არიან ნიკოლოზ რაჭველი, დათო ევგენიძე, მიშა მდინარაძე.

როგორ მიიღეთ ეს შეთავაზება?

(იღიმის) გამიხარდა. იცით, ეს კონცერტი ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ თავი ვერ მოვაბით. იყო სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, მათ შორის, ტექნიკური თუ მატერიალური… იმედია, ახლა მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება და კონცერტი დათქმულ დროს გაიმართება (იღიმის).

ბოლო სოლოკონცერტი როდის გქონდათ?

2006 წელს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ძალიან ვღელავ, ისე, როგორც პირველად. ძალიან საპასუხისმგებლოა მსმენელთან შეხვედრა, მით უმეტეს, როცა ამდენი წელი კონცერტი არ გქონია.

რა რეპერტუარს შესთავაზებთ მსმენელს?

ბავშვობიდან მოყოლებული რასაც ვასრულებდი, იმ სიმღერების ახლებურ ვერსიებს. ეს იქნება განვლილი გზის ერთგვარი შეჯამება, თუმცა დათო ევგენიძის ორ ახალ სიმღერასაც წარვადგენ. დუეტები არ შესრულდება, თუმცა რამდენიმე მეგობარი გამოვა სცენაზე, ყველაფერს ნუ მათქმევინებთ (იღიმის).

საინტერესოა, როგორი იმიჯით წარდგებით მაყურებლის წინაშე?

ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ჯერ მუსიკალური ნაწილით ვარ დაკავებული, ჩაცმულობა კი ყველაზე ნაკლებად სანერვიულოა.

12124219_10206649884098864_61275135_o

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები