LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – შალვა რამიშვილი „იმედზე“ პოლიტიკურ თოქ-შოუს იწყებს

180

როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნების წინ „იმედი“ პოლიტიკური თოქშოუს გარეშე არ დარჩა. „იმედის კვირის“ და ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ დახურვის შემდეგ, შალვა რამიშვილი „იმედზე“ მალე ახალ პოლიტიკურ თოქშოუს დაიწყებს. ამის შესახებ სანდო წყაროდან შევიტყვეთ. გადაცემა ოქტომბრის ბოლოს გავა ეთერში. რაც შეეხება „შალვა რამიშვილის შოუს“, მას ტელესახე მსახიობ ილო ბეროშვილს გადაულოცავს. შეგახსენებთ, ილოს შოუში ახლაც აქვს თავისი რუბრიკა, თუმცა გადაცემას თავად გადაიბარებს და გაუძღვება.

რასაკვირველია, „ფორტუნა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად ტელეჟურნალისტს დაუკავშირდა.

შალვა, მართალია, რომ ახალ პოლიტიკურ თოქშოუს ამზადებ „იმედის“ ეთერში?

შალვა რამიშვილი:

ჯერჯერობით ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ვიცით, რომ შენს შოუს ილო ბეროშვილი გადაიბარებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მიუხედავად იმისა, რომ ტელესახე კომენტარზე უარს ამბობს, წყარო დადასტურებით გვეუბნება, რომ პოლიტიკური ხასიათის გადაცემას შალვა რამიშვილი „იმედის“ არხზე უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს.

ilo beroshvili

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები