LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ტურისტების მიერ დასმული ყველაზე სულელური კითხვები გაასაჯაროვეს

51

გამოცემა „The Telegraph”-მა აშშ-ს, ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება შეაჯამა, რათა გაერკვია, თუ რა აინტერესებთ ყველაზე მეტად სხვადასხვა ეროვნების მოგზაურებს. მაგალითად, ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებეს სთხოვა, რომ ლაინერს დაბალ სიმაღლეზე ეფრინა, რადგან მის მეუღლეს სიმაღლის ეშინოდა. მეორე მგზავრმა კი უკან დაბრუნება მოისურვა, რადგან სახლში რაღაც მნიშვნელოვანი დარჩა. საკრუიზო ხომალდის მგზავრს კი აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ის თევზაობას.

გარდა ამისა, ტურისტები ხშირად ინტერესდებიან, თუ რა ნომერი ავტობუსი დადის ერთი კუნძულიდან მეორემდე, იციან თუ არა გიდებმა ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ნანგრევების მისამართი და ბოლოს, ვინ კვებას ლოხ-ნესის ურჩხულს და როდის ამოდის ის ხმელეთზე სასეირნოდ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები