LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზამ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა

111

მთავარმა პროკურატურამ  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე 33 წლის პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.

ამასთან, როგორც პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნება, გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ განხორციელებული მანიპულაციისაა. ამავე დასკვნის მიხედვით, პავლიაშვილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება და რამდენიმე ექსპერტიზის პასუხი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მოქალაქეებმა მეზობლების კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორები მივიდნენ. კონფლიქტში ახალგაზრდა მამაკაცი, პაატა პავლიაშვილი ჩაერთო, სამართალდამცველებმა ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები