LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზის ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

58

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო ორგანოებს ეკუთვნის და ექსპერტიზის ბიურო არ არის უფლებამოსილი რაიმე სახის განმარტება, კომენტარი გააკეთოს საჯაროდ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ან ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს სხვას, კანონით დადგენილი შემთხვევების გარდა.

რამდენიმე განმარტება გვინდა გავაკეთოთ ექსპერტიზის პროცედურებთან  დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით ხშირად და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოების მიერ ისმის კითხვები თუ რატომ არ მზადდება „პირველადი“, „შუალედური“ დასკვნები. 

ექსპერტის დასკვნა არის ექსპერტის მიერ შესაბამისი კვლევის ჩატარების საფუძველზე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც პასუხს იძლევა კითხვებზე. აღნიშნული კი, შესაძლებელია მხოლოდ საჭირო კვლევების სრულად დასრულების შემთხვევაში. ექსპერტიზა ტარდება დამკვეთის მიერ წარმოდგენილ მასალაზე დაყრდნობით. ამდენად, არ არსებობს „პირველადი“, „შუალედური“ ექსპერტის დასკვნები. ექსპერტიზის პროცესში საჭირო კვლევების სრულად დასრულების და გაანალიზების შემდგომ მზადდება ექსპერტის დასკვნა. ექსპერტის დასკვნის დასრულების შემდგომ დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დაინიშნოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზა,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები