LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექსპო ჯორჯია“ ორ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

168

 9-11 ნოემბერს  საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“  ორ უმსხვილეს საერთაშორისო  გამოფენას მასპინძლობს.

როგორც ”ფორტუნას” „ექსპო ჯორჯიადან” აცნობეს, ეს გამოფენებია:  Elcomm Caucasus 2016 – ენერგეტიკის, ელექტროტექნიკისა და ტელეკომუნიკაციების მე-3 საერთაშორისო გამოფენა და Aquatherm Tbilisi 2016 – გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და განახლებადი ენერგიის მე-3 საერთაშორისო გამოფენა.

მათივე ცნობით, გამოფენებში მონაწილეობას იღებს 40-მდე კომპანია შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ექსპანეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ინდოეთი, ირანი, ჩეხეთი, პორტუგალია.

”ელკომ კავკასუს 2016-ის”  გამოფენის მონაწილეების პროფილი მოიცავს ენერგეტიკას; განახლებად ენერგიას; ელექტრონულ ინჟენერიას; განაწილებასა და კონტროლს; ტელეკომუნიკაციებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

”აკვა თერმ თბილისი 2016-ის”  გამოფენის მონაწილეების პროფილი კი მოიცავს გათბობისა და ენერგიის ტექნოლოგიებს; ტემპერატურის რეგულირებას, კონდიცირებასა და ვენტილაციას; სამონტაჟო ტექნოლოგიებსა და აქსესუარებს;

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ,  ორივე გამოფენის მიზანია შემოიტანოს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიები და საერთაშორისო გამოცდილება, დააკავშიროს ერთმანეთს ქართული და საერთაშორისო კომპანიები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ამ დარგების განვითარებას.

9 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება გამოფენის გახსნის ოფიციალური ნაწილი. ცერემონიას დაესწრება: ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქ-ნი ირმა ქავთარაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები