LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა

105

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილია. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია).

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს: რუსეთი (52.2 მლნ დოლარი), ევროკავშირი (42.6 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (23.2 მლნ დოლარი), თურქეთი (22.2 მლნ დოლარი), უკრაინა (16.5 მლნ დოლარი) და ყაზახეთი (11.1 მლნ დოლარი).

მათივე ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 11.8 მლნ აშშ დოლარით (38.1%) გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და თხილის ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, სპირტიანი სასმელები 6.6 მლნ (121.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.9 მლნ (61.7%) და თხილი 1.6 მლნ (13.8%) აშშ დოლარით.

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (41.9 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (32.3 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (28.5 მლნ აშშ დოლარი) და თხილი (18.6 მლნ აშშ დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები