LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპორტზე გატანის რა პოტენციალი აქვს ქართულ ნატურალურ წვენებს?

123

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ფიქრობს, რომ საქართველოს ნატურალური წვენების ექსპორტზე გატანის დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ მინისტრმა „ზედაზენის“ ახალი ბრენდის „ჩეროს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

გახარიამ 25 მილიონიან საწარმოში დანერგილ ასეპტიკურ ტექნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო თანამონაწილეობს პროექტის ნაწილის სესხის დაფინანსებაში, საუბარია დაახლოებით, 3 მილიონ ევროზე.

„მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს. სასმელი წყლების ჩამოსხმის ასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებას მისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გუშინ ქართულმა ლუდის კომპანიამ (ზედაზენი) საზოგადოებას ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ წარუდგინა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.

საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა.

”ზედაზენის” ახალი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები