LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმის გადაღება პარიზში მიმდინარეობს

266

ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებას განაგრძობს. ფილმის გადაღება, დაფინანსების არარსებობის გამო, გარკვეული პერიოდი შეწყვეტილი იყო. რეჟისორმა საზოგადოებას მოუწოდა, გაეღოთ გარკვეული თანხა, რაც ფილმის დასასრულებლად გახლდათ საჭირო და შემოქმედებითმა ჯგუფმა ვერ მოიძია.

ექვთიმე თაყაიშვილის როლს ცნობილი ქართველი მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. როგორც სოცქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ფილმის გადაღებები განახლდა და გადამღები ჯგუფი ამჟამად პარიზში იმყოფება. ერთ-ერთ როლს, როგორც გავრცელებული ფოტოები ცხადყოფს, ტელეწამყვანი და მოდელი, ეკო ფანგანი ასრულებს.

სპეციალურად ფილმისთვის სოფო იოსებიძემ კოსტიუმები შექმნა.

შეგახსენებთ, რომ „დაკარგული ლეგენდების“ ფარგლებში ეს არის პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას და მოგვითხრობს ქართულ საგანძურზე, რომელსაც ქართველი ემიგრანტი უცხოეთში ინახავდა…