LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყელი ჰიპსტერები მსოფლიო მასშტაბით პოპულარულები ხდებიან

295

ერაყელი ჰიპსტერები მსოფლიო მასშტაბით პოპულარულები ხდებიან. ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც მუდმივად მოდის ტენდენციების გათვალისწინებით ცდილობენ ჩაცმას, ქალაქ ერბილში სიარულისას ყველას ყურადღებას იქცევენ.

მათი ქალაქიდან სულ რაღაც 96 კმ-ს დაშორებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, რათა ქვეყნიდან „ისლამური სახელმწიფო“ განდევნონ.

მეგობრების ჯგუფმა ჯენტლმენების კლუბი „მისტერ ერბილი“გასულ წელს დააარსა, თუმცა ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათ მსოფლიო გაიცნობდა.

იმის მიუხედავად, რომ კლუბის წევრებს მოდის სიყვარული აერთიანებთ, ამტკიცებენ, რომ მხოლოდ საკუთარი  გარეგნობისთვის არ ზრუნავენ.  მათ სურთ, ქალაქს სხვა ელფერი შესძინონ.

„მისტერ ერბილის“ წევრები, ასევე, მხარს უჭერენ ქალებს, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, ადგილობრივ მკერავებს, რომლებიც კლუბისთვის სამოსს კერავენ…

ჯგუფში დაახლოებით 40 წევრია, თუმცა კლუბში გაწევრიანების მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

„მისტერ ერბილი“ იმედოვნებს, რომ საკუთარ ბრენდს შექმნის და მსოფლიო მოდის რუკაზე საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები