LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა პროვინცია კირკუკის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

39

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა პროვინცია კირკუკის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ოფიციალური ბაღდადის მტკიცებით, სამთავრობო ძალებს პროვინციის დედაქალაქის დაკავებისას ქურთული შენაერთების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

თუმცა, ამ ინფორმციას ქურთული მხარე უარყოფს. მათი თქმით, სამთავრობო ძალებმა ქალაქისთვის ბრძოლაში ტანკები გამოიყენეს.

ერაყის ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კირკუკის პროვინცია სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები