LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: გერმანიის მთავრობა ჩვენი მტერია

46

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, გერმანიის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან გერმანიის მთავრობა მათი მტერია.

„გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეთა პარტია – ყველა მათგანი ჩვენი მტერია. ამიტომაც ისინი არ იმსახურებენ თქვენ ხმას“, – ასე მოუწოდა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თურქ ემიგრანტებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა და მისი მოწოდება, გერმანიის არჩევნებში ჩარევისა და სუვერენიტეტის შელახვის მცდელობად შეაფასა.

გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები