LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ

79

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს მოუწოდა, ხუთი შვილი იყოლიონ. უცხოური მედიიდ ინფორმაციით, ერდოღანი მათ გამრავლებისკენ მოუწოდებს.

„ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, ახლა თქვენი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი ბიზნესი, თქვენი შვილები საუკეთესო სკოლებში გაუშვით, იცხოვრეთ საუკეთესო უბნებში, ატარეთ საუკეთესო მანქანები, იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში და რაც მთავარია, იყოლიეთ ხუთი შვილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები