ერდოღანმა გაიმარჯვა – 2029 წლამდე ის უპრეცედენტო უფლებამოსილებით დარჩება პრეზიდენტად

74

თურქეთის მოსახლეობის უმეტესობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას, ამის შესახებ ქვეყნის საარჩევნო საბჭომ განაცხადა.

რეფერენდუმით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უპრეცედენტო უფლებამოსილება მიიღო, ამასთან,  “ბიბისის” ინფორმაციით, ის შეძლებს, თანამდებობა 2029 წლამდე შეინარჩუნოს.

საბჭოს თავმჯდომარემ სადი გიუვენმა განაცხადა, რომ დარჩენილია 600 დასათვლელი ხმა, თუმცა ეს ხმები რეფერენდუმის შედეგებს აღარ შეცვლის. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 1.25 მლნ-ით მეტმა ადამიანმა დაუჭირა.

ხმის დათვლის შედეგად,  მოსახლეობის 51.37% მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48,63% კი წინააღმდეგია.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გამარჯვების შესახებ შედეგების გამოცხადებამდე ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები