LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე ბადურაშვილის ახალი ფილმის გადაღებები იწყება

449

მურატ ილდირიმი და ნინი ბადურაშვილი ახალ ქართულ ფილმში მიიღებენ მონაწილეობას გადაღებები უკვე ჩანიშნულია და ოქტომბერში დაიწყება. ფილმის რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილია.

ფილმს ქართული და თურქული მხარე ერთობლივად იღებენ. მძარსიუჟეტიანმა დრამამ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, მისი ბიუჯეტი 930 000 დოლარს შეადგენს.

ფილმში ნინი ბადურაშვილისა და მურატ ილდირიმის გარდა, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქრისტინე იმედაძე, გიორგი გურგულია და დავით დვალიშვილი მონაწილეობენ.

ის მოგვითხრობს ორი სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებული ძმის შესახებ. სცენარის ავტორი ოთარ პერტახიაა, ხოლო მუსიკა ფილმისთვის დათო ევგენიძემ შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები