LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი და გამცილებელი დააკავეს

85

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლის უფროსი გერასიმ ავეტისიანი და ამავე მატარებლის გამცილებელი გეხამ კოსემიანი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი-თბილისი-ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას ქალაქ ბათუმში სხვადასხვა მოქალაქეზე ახდენდნენ.

”საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა და ბრალდებულები, 1000 კოლოფი ,,ვინსტონისა“ და ,,ქემელის“ მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის მე – 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.