LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში აქციის 183 მონაწილე დააკავეს

12

სამართალდამცველებმა ერევანში აქციის 183 მონაწილე დააკავეს, – ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.

“ამ დროისათვის პოლიციაში გადაყვანილია 183 მოქალაქე”,- განაცხადა პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედგარ ჯანოიანმა. იქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული იყო 166 მოქალაქე.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქალაქში ქუჩების გადაკეტვის გამო დააკავეს. მანამდე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ ფაშინიანმა,  მომხრეებს მოუწოდა ერევანში მოძრაობის პარალიზება მოეხდინათ.

ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მასობრივ აქციებს მართავს. 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

გუშინ ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის სხდომის ჩაშლას შეეცადა, რა დროსაც 123 ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები