LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში პოლიციამ კიდევ 30 აქტივისტი დააკავა

114

სომხეთის პოლიციამ ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე დღეს 30 აქტივისტი დააკავა.

„თუ მათ სამ საათში არ გაუშვებენ, .. ისინი სამართალდარღვევებში არიან ეჭვმიტანილები, – განაცხადეს ერევანის პოლიციის პრესსამსახურში.

მომიტინგეები მსვლელობას ქალაქის ცენტრში კვლავ აგრძელებენ. დღეს დილით აქტივისტები შეეცადნენ, სომხეთის მთავრობის შენობის ბლოკირება მოეხდინათ, სადაც მთავრობის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, კანდიდატურა დაასახელეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერმინისტრად აირჩია, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები