LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

53

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილები. პოლიციელებს შენობის წინ კორდონი აქვთ აღმართული.

გუშინდელ მიტინგზე საპროტესტო აქციის ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა, რომ დღეს ახალი პრემიერმინისტრის, სერჟ სარგსიანის, მეთაურობით მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება. ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა, მოახდინონ მთავრობის მუშაობის ბლოკირება და შენობაში მინისტრები არ შეუშვან.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის, კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერმინისტრად აირჩია, ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები