LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს

63

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი, ნიკოლ ფაშინიანი, ხელმძღვანელობს.

პოლიცია მობილიზებულია ყველა სამთავრობო შენობის წინ.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ ყველა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიცია მათ ხელს არ უშლის.

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა, რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები შესთავაზა, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

თავის მხრივ, მოძრაობის „ჩემი ნაბიჯი“ ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები