LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ბანკს „ქართუსა“ და „ლიბერთის“ გაერთიანებაზე ოფიციალური მიმართვა არ მიუღია

85

ეროვნულ ბანკს „ქართუ ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ გაერთიანების შესახებ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ ბანკებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების შეფასებას შეეხებოდა.

„ახალ მოთამაშეს რაც შეეხება, იყო ინფორმაცია და სურვილი, რომ ფინანსურ ჯგუფს სურდა შემოსვლა. დღესდღეობით ასეთი არ არის. რაც შეეხება გამსხვილებას, რომ ხომ არ არის განზრახული „ლიბერთი ბანკისა“ და „ქართუ ბანკის“ შეერთება, გპასუხობთ, რომ არანაირი ოფიციალური მიმართვა ეროვნულ ბანკს არ მიუღია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კარგია, რომ ქვეყანაში ორი დიდი ბანკი არსებობს, მაგრამ მესამე ბანკიც უნდა გაჩნდეს, რადგან ორი ბანკი ცოტაა და უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ეკონომიკაში მონოპოლიზების, ან სხვა საფრთხეები არ გაჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები