LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა

105

”ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, პარტია არჩევნებში მონაწილეობას პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო ვერ მიიღებს.

”საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
საარჩევნო სუბიექტმა ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)” კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვადგენ:

მუხლი 1. გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს ”ეროვნულ დემოკრატიული პარტია” და მის წარმომადგენელს – ზურაბ ღონღაძეს, პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო”, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები