LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

109

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდის შედეგი 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა, სააპელაციო განაცხადების შედეგებს კი აბიტურიენტები მომავალ კვირას გაიგებენ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე აღნიშნავს, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან სააპელაციო განაცხადების უმეტესობა კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენებსა და ლიტერატურაში შევიდა, ხოლო აპელაციების რაოდენობა ამ საგნებში გასული აბიტურიენტების 2%-ც არ არის.

ყველაზე მეტი გასაჩივრება ქართულ ენასა და ლიტერატურაშია.

გეოგრაფიის საგანში აპელაცია 1%-ია, ანუ 100-ზე ოდნავ მეტი განაცხადია შემოსული.

რაოდენობრივად ყველაზე ნაკლები განაცხადი ხელოვნებასა და ფრანგულშია. ფრანგულში 3-მა აბიტურიენტმა შემოიტანა განაცხადი, რაც ძალიან ცოტაა, თუმცა პროცენტულად ძალიან მაღალი გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები