LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე უხელმძღვანელებს

93

დღეიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.
”ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძეს სამხედრო განათლების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. აკადემიის რექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მას საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მუშაობდა გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. მონაწილეობდა ერაყში მშვიდობისა და აღდგენის ოპერაციაში, ასევე ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების მისიაში (ISAF). ზაზა ჯაფარიძემ სამხედრო განათლება აშშ-ის ეროვნული ომის კოლეჯში მიიღო. 2009 წელს ესტონეთში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სწავლობდა, ხოლო 2004 წელს -თურქეთში ჟანდარმერიის სკოლაში. გავლილი აქვს ასევე, სხვადასხვა სამხედრო კურსი ფინეთში, გერმანიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძის დანიშვნამდე აკადემიის რექტორის მოვალეობას ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი ასრულებდა. ამჟამად, ვიცე-პოლკოვნიკი კოპეიკინი აკადემიაში თავის საქმიანობას დაუბრუნდა და კომენდანტის თანამდებობაზე განაგრძობს სამსახურს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები