LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება

25

ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს ამ ვალდებულების შესასრულებლად.

“მე მხარი დავუჭირე ერთ რამეს, რომ მომავალ წელს ინფლაცია შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, რომ ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება და ინფლაცია იქნება 3%-ის ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ბევრად დაბალი, ვიდრე არის წელს. მთავარი ეს არის. ხაზს ვუსვამ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა პოზიციას, რომ მომავალ წელს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს 3%-იან ინფლაციას და გამოიყენებს ნებისმიერ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს. ყველა პირობის გათვალისწინებით, მან ეს უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, ეს არის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული განაკვეთი, რეზერვების მართვა, მათ შორის თუ საჭირო გახდა იგივე სტერილიზაციის ღონისძიებები, ინტერვენციები და ა.შ. წელს ინფლაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გადახრები, იყო 4%-იანი და დღევანდელი მდგომარეობით 6,9 %. მომავალი წლისთვის ეროვნული ბანკი ამ ვალდებულებას იღებს, რომ იქნება ორჯერ დაბალი”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები