LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მონეტას გამოუშვებს

215

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

სებ-ის ინფორმაციით, მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია.

”რაც შეეხება თავად მონეტას, ავერსზე მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები – მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: “26 მაისი”, “1918”, “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” და “10 ლარი”. ხოლო რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “10 ლარი”, “2018” და “GEORGIA”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები