LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე უხეშად ერევა და ლარს „აფუჭებს“

46

ეროვნული ბანკი ლარის გამყარებას ხელს უშლის. ამის შესახებ დღევანდელი „რეზონანსი“ წერს, სადაც სპეციალისტების ნაწილის შეფასებებია წარმოდგენილი, რომლებიც ეროვნული ვალუტის არსებულ კურსზე საუბრობენ.
ბოლო დღეებში ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან 20 მილიონი დოლარი ამოიღო და ლარი ხელოვნურად გაუფასურებისკენ წაიყვანა.
18 აპრილს 9 მილიონ 750 ათასი დოლარი, ხოლო 12 აპრილს 10 მილიონი დოლარი. შედეგად ლარის კურსი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. ფინანსისტების აზრით, სებ უხეშად ერევა სავალუტო ბაზარზე და ლარის გამყარებას ხელოვნურად უშლის ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები