LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ლარი გამყარდა

46

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 30 მილიონი დოლარი შეისყიდა. საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.4 %-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.5 %-ით გამყარდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.4719-დან 2.4516-მდე შეიცვალა, ანუ 0.8%- ით გამყარდა. ივნისში სავალუტო ბაზარზე დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 92.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 31.4 მილიონი დოლარით (25 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 13 პროცენტით მეტია წინა წლის ივნისის მონაცემზე.

ივნისში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია ოდნავ გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 59 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 60% უჭირავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები