LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება

41

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-ზე მაღალი იქნება.

„ჩვენი ბოლო პროგნოზი, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის 4%-იანი ზრდა, მაგრამ, ამავე დროს, აღვნიშნავ, რომ ის ფაქტორები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, არის მაჩვენებელი, რომ დიდი ალბათობით, ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 4%-ია, ალბათ, დაახლოებით, 4.5%-ის ფარგლებში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით მომავალ წელს დაგეგმილ 4.5%-იან ზრდას, კობა გვენეტაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, შემდეგ წელს დაახლოებით, 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალური შეფასებაა, „მაგრამ ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორი ზრდით დამთავრდება 2017 წელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები