LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ

67

27 ნოემბერს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიეტეტის სხდომაზე 2018-2020 წლების ფულად საკრედიტო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის მენეჯმეტს ელოდებიან,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

“მინდა, გითხრათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოზიცია. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი პროცესი. ეს არის განხილვა ფულად საკრედიტო პოლიტიკის, რომელიც არის, პრაქტიკულად, შემადგენელი ნაწილი ყველანაირი პროცესის. ეს არის იმ პროცესის შემადგენელი, რომელიც ეხება მათ შორის ბიუჯეტს და დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მთლიანად ეროვნული ბანკის მენეჯმეტის მოსმენა 27 ნოემბერს. ეს არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულება და ამ თვალსაზრისით ბატონი კობა გვვენეტაძე მობრძანდება კომიტეტზე. კომიტეტის სხდომა არის ღია. ნებისმიერ კოლეგას შეუძლია დასვას კითხვა ამ თვალსაზრისით, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომის შემდეგ საკითხი უკვე გატანილი იქნება სესიაზე. ის კითხვები, რომლებიც ისმის ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, იქნება განხილული” , – განაცხადა კოვზანაძემ.

ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი ისევ გაუფასურდა, ხვალიდან 1 დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი იქნება, 1 ევრო კი -3.2176 ლარი ეღირება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები