LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა იყიდება

459

აჭარაში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა იყიდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში აღნიშნული შენობა გასაყიდად აუქციონზე გამოიტანა.

მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე ისტორიული ნაგებობის საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია. ამას გარდა, ინვესტორმა კიდევ არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 2 წელიწადში შენობაში სულ მცირე 25 ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნას.

პირობებს შორისაა 50 მოქალაქის დასაქმებაც, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები