LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობით არავინ დაინტერესდა

40

ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ვერც მეოთხე აუქციონზე გაიყიდა.  ობიექტის მიმართ დაინტერესება არავინ გამოთქვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონი 20 აპრილს დაიწყო და 27 აპრილს დასრულდა.  ობიექტის საწყისი ღირებულება 15 მილიონი ლარი იყო.

აუქციონი პირობების მიხედვით, მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე ისტორიული ნაგებობის საწყისი ფასი 15 მილიონი ლარი იყო. ამას გარდა, ინვესტორს კიდევ არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და 2 წელიწადში შენობაში სულ მცირე 25 ნომრიანი სასტუმრო უნდა გაეხსნა.

პირობებს შორის იყო 50 მოქალაქის დასაქმებაც, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნებოდა.

ცნობისთვის, ობიექტი 2012 წლიდან დღემდე აუქციონზე მეოთხედ გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები