LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული მუზეუმში პროექტის „ვანის ანტიკური ნაქალაქარი-გუშინ, დღეს,ხვალ“ პრეზენტაცია გაიმართა

137

28 თებერვალს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „ვანის ანტიკური ნაქალაქარი – გუშინ, დღეს, ხვალ“.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ვანის განვითარების გეგმაზე, მუზეუმის როლზე როგორც რეგიონის მთავარ კულტურულ-საგანმანათლებლო კერის და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხები განიხილეს. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა ეროვნულ საგანძურთან ერთად, ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები დაათვალიერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები