LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული უმცირესობა „ოსკარების“ შედეგებით კვლავ უკმაყოფილოა

111

„ოსკარის“ ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია და მიუხედავად მასში ფერადკანიანი მსახიობების სიმრავლისა, საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ უკმაყოფილოები არიან. როგორც გამოცემა The Wrap წერს, თავისი უკმაყოფილება კომპანიამ Multi-Ethnic Media Coalition გამოთქვა. მოგვიანებით მას მწერალი და აქტივისტი ეიპრილ რეინი შეუერთდა, რომელსაც გასული წლის ხმაურიანი ჰეშტეგის #OscarsSoWhite ავტორობა ეკუთვნის.  მისი განცხადებით, ნომინანტების გამოქვეყნების შემდეგ ის კვლავ იმედგაცრუებულია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს ბოიკოტი ბევრმა ფერადკანიანმა მსახიობმა გამოუცხადა და ღონისძიებაზე თეთრკანიანების უპირატესობა დაგმო. მაშინ კინოაკადემიის ხელმძღვანელობამ რეფორმების გატარებისა და მომავალში ამ სიტუაციის გამოსწორების პირობა დადო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები