LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ დროს უწყინარი “სტაიანშიკები” გადაიქცნენ ამ ადგილების აგრესიულ მეპატრონეებად”

92

“ერთ დროს უწყინარი “სტაიანშიკები” გადაიქცნენ ამ ადგილების აგრესიულ მეპატრონეებად. იმიტომ ხომ არა, რომ სარგებლობენ მერიის შესაბამისი სამსახურების სისუსტით?! ან უმოქმედობით?!” – “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერიას ღია წერილით მიმართავს და დედაქალაქში ე.წ. სტაიანშიკების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

“ფილარმონიის მთელ გაყოლებაზე პარკირების ადგილები, ტროსებით და რკინის მახინჯი კონსტრუქციებით ოკუპირებული აქვს 2 ტიპს, კაცმა არ იცის ვინ არიან. ასეა ნახევარი ქალაქი! ჩვენთვის გამოყოფილი პარკირების ადგილები, რაშიც ფულს ვიხდით კიდეც, დათრეული აქვთ ვიღაც ტიპებს და გვაქირავებენ თავიდან. ადგილები გამაგრებული აქვთ ათასნაირი თვითნაკეთი კონსტრუქციით, რის გამოც მძღოლი ფიზიკურად ვერ სარგებლობს პარკირებით.

პატივცემულო მერიავ, ეს აღარ არის ის, ადრე რომ გვეუბნებოდით: “ნებაყოფლობით თუ გინდათ გადაუხადეთ სტაიანშიკებს ფული თუ გინდათ არა”. პარკირების ადგილების უმეტესობა დაკავებულია უკანონოდ გაურკვეველი ადამიანების მიერ, რომლებმაც აგვიკრძალეს პარკირების ადგილებით სარგებლობა, და ამისთვის გვძალავენ ფულს. ერთ დროს უწყინარი “სტაიანშიკები” გადაიქცნენ ამ ადგილების აგრესიულ მეპატრონეებად. იმიტომ ხომ არა, რომ სარგებლობენ მერიის შესაბამისი სამსახურების სისუსტით?! ან უმოქმედობით?!

ამ გახსენებაზე, რაც “სითი პარკი” გავაგდეთ ზარ-ზეიმით ქალაქიდან, საინტერესოა სად არის დაპირებული მოწესრიგებული პარკირების თანამედროვე სისტემა?! შექმნილ სიტუაციაზე დღეს თქვენ, მერია აგებთ უკვე პასუხს (თქვენივე სურვილით) და არა “სითი პარკი” ან სხვა კომპანია! – წერს მესხიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები