LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა 70 მლნ დოლარი იყიდა

83

2017 წლის ივნისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი იყიდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ივნისის „თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.5 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გაუფასურდა.

როგორც ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშული, აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4274-დან 2.4072- მდე შეიცვალა, ანუ 0.8 პროცენტით გამყარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები