LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ წელიწადში ერთა ლიგა დაიწყება: სად არის საქართველო

49

2018 წლის სექტემბრიდან უეფას ახალი ტურნირი, ერთა ლიგის გათამაშება დაიწყება. ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგაში განაწილდება – ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისას არსებული ფიფას რეიტინგის მიხედვით მოხდება.

ამით უეფამ გადაწყვიტა, შედარებით დაბალრეიტინგულ ქვეყნებს სტიმული მისცეს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩები იმ თამაშებით შეცვალოს, რომლებიც ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ახალ შანსს მისცემს.

ამ ეტაპზე შესაძლო განლაგება ასე გამოიყურება:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი.

B ლიგა: რუსეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი.

C ლიგა: სლოვენია, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი.

D ლიგა: ლიტვა, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

თითოეულ ლიგა 4-4-გუნდიან ჯგუფად გადანაწილდება. A ჯგუფის 4 პირველადგილოსანი პლეიოფში ითამაშებს და ერთა ლიგის ჩემპიონს გამარჯვებულს გამოავლენენ.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნაკრები D ლიგაშია. ამ ტურნირის მთელი სტიმული ესაა – ევროპის ჩემპიონატზე გასული 20 გუნდის საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგად გამოვლინდება, ხოლო დანარჩენ 4 საგზურს ერთა ლიგის თითოეული ლიგის გამარჯვებული მიიღებს, მათ შორის D ლიგის გამარჯვებულიც.

პლეიოფები 2020 წლის მარტში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები