LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთა ლიგა – ახალი სანაკრებო ფეხბურთი: საქართველო ბოლოშია

56

უეფამ ერთა ლიგა წარადგინა.
პრეს სამსახურმა ჯგუფების წინასწარი შემადგენლობა გამოაქვეყნა. ტურნირი სტარტს 2018 წლის სექტემბრიდან აიღებს.

55 ნაკრები ოთხ დივიზიონად დაიყოფა – A, B, C და D – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლოსთვის უეფას რეიტინგში ადგილების შესაბამისად (2017 წლის 15 ნოემბერი).

A დივიზიონში საუკეთესო რეიტინგის მქონე 12 გუნდი მოხვდება, შემდეგი 12 – B ლიგაში, მომდევნო 15 – C ლიგაში და დარჩენილი 16 – D ლიგაში.

ერთა ლიგაში დაწინაურების და გავარდნის პრინციპი იმოქმედებს. გუნდების საბოლოო მდგომარეობა განსაზღვრავს მომდევნო შესარჩევი ტურნირების წილისყრისას კალათების შემადგენლობას.

 

A დივიზიონი (ოთხი ჯგუფი სამ-სამი ნაკრებით): გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ისლანდია, ბოსნია-ჰერცოგოვინა;

B დივიზიონი (ოთხი ჯგუფი სამ-სამი ნაკრებით): ირლანდია, რუსეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, უელსი, უკრაინა, ჰოლანდია, ჩრდ. ირლანდია, ჩეხეთი, თურქეთი, უნგრეთი;

C დივიზიონი (ერთი ჯგუფი სამი ნაკრებით და სამი ჯგუფი ოთხი ნაკრებით): საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვენია, ისრაელი, სერბეთი, დანია, ბულგარეთი, ალბანეთი, შოტლანდია, მონტენეგრო, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი, სომხეთი;

D დივიზიონი (ოთხი ჯგუფი ოთხ-ოთხი ნაკრებით): ესტონეთი, ფინეთი, ბელარუსი, საქართველო, ფარერის კუნძულები, ლატვია, მაკედონია, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, კოსოვო, მალტა, ანდორა, სან-მარინო, გიბრალტარი.

 

გამარჯვებული გამოვლინდება ოთხი გუნდისგან შემდგარი ფინალური ტურნირით, რომელიც 2019 წლის ივნისში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები