LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად დავიცვათ ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან – ენმ აქციას აანონსებს

107

“ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ ერთ ლარად გადავცეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს,“ – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის საკითხს.

ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე საკრებულოსთან აქცია დააანონსა.

მისივე ინფორმაციით, ხვალისთვის საკრებულოში ჩანიშნულია სხდომა, რომელზეც პუშკინის სკვერის და თაბორის მთაზე მდებარე ახალი ტერიტორიას ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ დაუკანონებენ.

„ასე რომ, ხვალ ყველას 14:00 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან, ერთად დავიცვათ ეს ქალაქი მტაცებელი ივანიშვილისგან და ერთად დავიტოვოთ ის ტერიტორიები თბილისისთვის, რომელიც ამ ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, 1900 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას პუშკინის ქუჩასა და 5000 კვ.მ. თაბორის მთაზე ზონის სტატუსი შეეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები